უაითმა ილიას დაბრუნების დრო გაამხილა
1793861590
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში ადგილობრივების უსაფრთხოებისა და ინფრასტრუქტურული პირობების გაუმჯობესების მიზნით მნიშვნელოვანი პროექტი დაიწყო.
სამუშაოების ფარგლებში, მდინარე ნეძვურაზე 36 გრძივი მეტრის სიგრძის დამცავი საყრდენი კედელი მოეწყობა, რაც სოფლის გზისა და მიმდებარე ტერიტორიის სტიქიისგან დაცვას უზრუნველყოფს.
პროექტი ცენტრალური ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება და მისი ღირებულება 177 300 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტში გზებისა და ნაპირსამაგრი ნაგებობების მშენებლობა მერიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. შესაბამისად, მსგავსი პროექტები ბორჯომის მასშტაბით, როგორც ქალაქში, ისე ყველა სოფელში, მუდმივად ხორციელდება.