ერთ-ერთ სადგურზე ლიანდაგებზე მგზავრი ჩავარდა - მეტროში მოძრაობა შეფერხებულია

მეტრო

თბილისის მეტროს პირველ ხაზზე დროებითი შეფერხება იყო. 

გავრცელებული ინფორმაციით, თავისუფლების მეტროში მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. 

„საჭირო გახდა მოძრაობის შეჩერება. ერთ-ერთ სადგურზე, მგზავრი ლიანდაგებზე ჩავარდა. ძაბვა დროულად მოვხსენით და უვნებლად ამოვიყვანეთ. ამიტომ მოგვიწია მოძრაობის შეჩერება. მოძრაობა მალე განახლდება“, - აცხადებენ თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

სულ ცოტა ხნის წინ მეტრო ჩართო და უკვე მუშაობს.