„ენდორფინი“ სკანდალის შემდეგ მორიგ განცხადებას ავრცელებს

endorfini

რესტორანი „ენდორფინი“ მომხდარი სკანდალის შემდეგ განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს მიმართავს:

„გვინდა ყველას ბოდიში მოვუხადოთ ვისაც ამ ორი დღის წინ უცხოეთიდან აქ ჩამოსვლა და აქ მუშაობა მოვუწოდეთ! ნამდვილად შევცდით, რადგან ბევრი რამ ავწონ-დავწონეთ, ფაქტები შევაჯერეთ, მოვლენები გავაანალიზეთ და მივხვდით, რომ ნორმალური ადამიანი აქ არ უნდა გაჩერდეს!

აქ ხელფასი 75 ლარი კი არა (რასაც ჩვენ ვიხდით ), 200 ლარი რომ მოგცენ, მაინც არ უნდა გაჩერდეთ, ვისაც შრომა გიყვართ და რაღაცის კეთება შეგიძლიათ, იქ ცოტაც რომ იშოვოთ, მეტი პერსპექტივა გექნებათ!

ფაქტია, არც დარჩა აქ ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა გადის ქვეყნიდან, რაიმეზე პროტესტი რომ გინდოდეს ქუჩაში გამოხატო, 3 კაცი ვეღარ გროვდება, რადგან ყველა გაიქცა ქვეყნიდან, ვინც საზოგადოების აქტიური ნაწილი იყო და საკუთარი ცხოვრების უკეთესობისაკენ შეცვლა სურდა, აქ რომ ვერ ნახა პერსპექტივა წავიდა აქედან!

ჩვენი წინა მოწოდება რომ ემიგრანტები დაბრუნებულიყვნენ განპირობებული იყო გულისტკივილით იმის, რომ ქვეყნიდან გადიოდა ძირითადად ინტელექტუალური რესურსი, მათ ვისაც ჩვენს ქვეყანაში უნდა შეექმნა დოვლათი, რომ გაგგვეძლიერებინა ქვეყანა, თუმცა მივხვდით, რომ ეს არ ღირს ამ აქტიური საზოგადოების თავგანწირვის ხარჯზე!

ამიტომ, ვისაც რაიმეს კეთების სურვილი გაქვთ, გსურთ პერსპექტივა გქონდეთ, ამ ჭაობში, სადაც ყველა გაგიჟდა და მხოლოდ ინტრიგით და ტალახის სროლით არის დაკავებული (უპერსპექტივობისა და სიდუხჭირის გამო ალბათ), აქ გაჩერება აღარ ღირს!