„დღემდე არ იცის ინგლისური, მაგრამ ინტუიცია აქვს ძლიერი“ - სოფო ჭყონია მამაზე

სოფო და თემური

„კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი და ბიზნესმენ თემურ ჭყონიას შვილი, სოფო ჭყონია „რადიო თავისუფლებასთან“ მამის შესახებ საუბრობს.

„თემურ ჭყონია ჩემთვის არის კლასიკური self made man, რასაც ჰქვია. მან თავისი თავი შექმნა თვითონ. მე ძალიან კარგად ვიცი მისი ბიოგრაფია. არასდროს არაფერს მალავს, ვიცი საიდან დაიწყო, რით და როგორ. 90-იან წლებში მას არ მოსწონდა არაფერი საბჭოთა, დღესაც ასეა ეწინააღმდეგება, ქართული ტრადიციები არ უყვარს, კარგი გაგებით ქართული ტრადიციები არა.... ამერიკული ცხოვრების სტილი იმდენად მოსწონდა, მიუხედავად იმისა, რომ ამერიკაში ნამყოფიც არ იყო, დღემდე არ იცის ინგლისური, მაგრამ ინტუიცია აქვს ძლიერი“, - ამბობს სოფო ჭყონია.