„არ უნდა ჩათვალო, რომ ნაგვის ყუთი ხარ და ყველაფერი გადაიყარო კუჭში“ - ციცინო შურღაია

ციცი

„რუსთავი 2-ის“ გადაცემა „ამბავში“, გადაცემის წამყვანმა სალომე გოგიაშვილმა ცნობილ პლასტიკურ ქირურგს ის სიტყვები შეახსენა, სადაც შურღაიამ თქვა, რომ მსუქანი ადამიანი ვერ იქნება ინტელექტუალი.

პლასტიკური ქირურგის ამ რეპლიკას დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რის გამოც კიდევ ერთხელ მოუწია განმარტების გაკეთება თავის ნათქვამზე.

სტუმარმა, გადაცემაში ამჯერად სამედიცინო კუთხით განმარტა სიმსუქნის პრობლემა. მისი თქმით, სიმსუქნე დიაგნოზია, რომელიც თავის მხრივ იწვევს სხვადასხვა დაავადებას.

 „სიმსუქნე არის დიაგნოზი, რომელიც იწვევს კიდევ 200 დაავადებას. ადამიანებს არ უნდათ თავისი დიაგნოზის მოსმენა. იქნებ დაინახონ და რომელიმე მათგანმა გააკეთოს ისეთი რამ, რომ აღარ ჰქონდეთ ეს დაავადება.

სალომემ სტუმარს მიმართა კითხვით, ხომ შეიძლებოდა ესაუბრა ამ პრობლემაზე, მაგრამ არ გაემახვილებინა ყურადღება ინტელექტზე.

„არ უნდა ჩათვალო რომ ნაგვის ყუთი ხარ და ყველაფერი გადაიყარო კუჭში“,- აღნიშნა საუბრისას გადაცემის სტუმარმა.

ნახეთ, ვიდეო: