2 სიმპტომი, რომელიც დენგეს ვირუსს სხვა ვირუსებისგან განასხვავებს - ივანე ჩხაიძე განმარტავს

ივანე ჩხაიძე

 გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" ივანე ჩხაიძე დენგეს ვირუსზე საუბრობს.

„როდესაც ვირუსებზე ვლაპარაკობთ, ბევრ მათგანს მსგავსი სიმპტომატიკა აქვს. მაგალითად - ცხელება, თავის ტკივილი და კუნთების ტკივილი. თუმცა, ამ ვირუსს, ჩამოთვლილის გარდა, ორი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი სიმპტომი გამოარჩევს. პირველი თვალების უკანა ნაწილში არსებული ტკივილია - ანუ თავად თვალი კი არ ტკივა, არამედ თვალების უკანა არეა მტკივნეული. მეორე მხრივ, ამ ვირუსს სხვანაირად ძვლების მტეხავი ცხელების გამომწვევ ვირუსსაც ეძახიან. ძვლების ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ადამიანს ძვალი მოტეხილი ჰგონია. ძვლების არეში ასეთი მკვეთრად გამოხატული ტკივილი სხვა ვირუსებს არ ახასიათებს. თუ ამ ყველაფერს კანზე გამონაყარსა და პერიფერიული ლიმფური ჯირკვლების შეშუპებასაც დავუმატებთ, გარკვეული განმასხვავებელი ნიშნები, რა თქმა უნდა, გამოიყოფა",- ამბობს ჩხაიძე. 

ვრცლად: