დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ საფრანგეთში დაგეგმილ "დიდი შვიდეულის" სამიტს დაესწრება

 ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თვის ბოლოს, საფრანგეთში დაგეგმილ "დიდი შვიდეულის" სამიტზე გამგზავრებას გეგმავს.

"მე საფრანგეთში "დიდ შვიდეულზე" მივემგზავრები ამერიკის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გასართობი ღამის, UFC-ის მსოფლიო ჩემპიონატის ბრძოლების შემდეგ", - დაწერა ტრამპმა Truth Social-ის პოსტში.

"დიდი შვიდეულის" სამიტში ტრამპის მონაწილეობას, წელს ყურადღებით აკვირდებიან იმ ფონზე, როცა შტატებსა და G7-ის ზოგიერთ წევრს შორის გარკვეული დაძაბულობაა, ასევე, ირანთან აშშ-ის ომის გამო. გასულ წელს G7-ის სამიტი ტრამპმა, ახლო აღმოსავლეთში დაძაბულობის ფონზე, მოულოდნელად ნაადრევად დატოვა.