VIDEO: ვრცელდება ფარული ჩანაწერი, როგორ უკვეთდა მკვლელს ბებიის მკვლელობას 26 წლის კაცი

სქრინი

პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას ამასთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, დაკავებულია 26 წლის ახალგაზრდა  ბებიის მკვლელობის დაკვეთის გამო დააკავეს. 

შსს-მ მოგვიანებით ფარული ჩანაწერი გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, როგორ უკვეთდა მკვლელს ბებიის მკვლელობას 26 წლის კაცი. როგორც ჩანაწერიდან ვიგებთ, მას კონკრეტული საბუთები სჭირდებოდა, რის გამოც ბებიის სახლში მკვლელი მოტყუებით უნდა შესულიყო.