VIDEO: სათვალთვალო კამერის ჩანაწერი ძმები კაკულიების საქმეში და „ოქროს მოწმის“ ჩვენება

ძმები კაკულიები

"კურიერის" ექსკლუზიური ინფორმაციით, არაყიშვილის ქუჩაზე დაჭრილი სერგი ქურთიაშვილი კაკულიების გარემოცვასთან ესპანეთში კონსპირაციულ შეხვედრაზე იმყოფებოდა.

ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას ედავებიან, რა დროსაც დაშავდა გიორგი კაჭკაჭაშვილიც. ძმებს ასევე, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთასაც ედავებიან. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით.

საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

ცნობისთვის, ძმები კაკულიები ე.წ. კანონიერი ქურდის დათო თბილისკის შვილები არიან.