კაკულიები

სამართალი 1772812259

ძმები კაკულიების დეიდაშვილმა მასზე შეიარაღებული თავდასხმა მოიგონა - “პრაიმტაიმმა“ გიორგი რუხაძის ჩვენება მოიპოვა

25 თებერვალს მედიაში გავრცელდა ინფორმაცია ვერის სასაფლაოზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ - ფაქტი გაშუქდა, როგორც “ორმხრივი სროლა“ და “სისხლიანი ანგარიშსწორება“, რომელსაც თითქოს ახალგაზრდა მამაკაცი მხოლოდ იმიტომ გადაურჩა, რომ ტანზე ჯავშანჟილეტი ეცვა.  მეტი დამაჯერებლობისთვის, გავრცელდა ნატყვიარი ჯავშანჟილეტის ფოტოც. მამაკაცი, რომელსაც მედიაში თავდასხმის მსხვერპლად წარმოადგენდნენ გიორგი რუხაძეა, მეტსახელად “ქოჩორა“ - ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეში ბრალდებული ძმების, დათა და გუგა კაკულიების დეიდაშვილი.ვერის სასაფლაოზე “შეიარაღებული თავდასხმის“ შესახებ ცნობა, ცხადია, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა. “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, გადამოწმდა შემთხვევის ადგილზე დამონტაჟებული თითქმის ყველა ვიდეო კამერის ჩანაწერები. კადრები მიუთითებდა, რომ დროის იმ მონაკვეთში ვერის სასაფლაოზე არათუ გიორგი რუხაძის, არამედ სხვა ადამიანების რაიმე საეჭვო გადაადგილებაც კი არ ფიქსირდება.გადამოწმდა სატელეფონო ანძის მონაცემებიც და დადგინდა, რომ იმ დღეს გიორგი რუხაძე საკუთარი სახლიდან გამოსულიც კი არ ყოფილა. რა მოხდა სინამდვილეში? ამის გასარკვევად, ე.წ. “დაზარალებული“ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხეს. “პრაიმტაიმის“ ინფორმაციით, რუხაძემ სამართალდამცველებთან აღიარა, რომ თავდასხმის ისტორია თავად გამოიგონა  და სინამდვილეში, იმ დღეს ვერის სასაფლაოს  მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ყოფილა.გიორგი რუხაძემ ჩვენებაში დაწერა ისიც, რომ არარსებული თავდასხმის შესახებ ინფორმაციის კონკრეტული მედიისთვის მიწოდება მის მეგობარ გოგოს სთხოვა. სწორედ ასე აღმოჩნდა ვერის სასაფლაოზე “სისხლიანი ანგარიშსწორების“ თემა სატელევიზიო ეთერებშიც.გიორგი რუხაძე, არ აკონკრეტებს, თუ რა მოტივით მოიგონა მასზე თავდასხმის ფაქტი.

ნიკო კვარაცხელია ბუსა ჟვანია

სამართალი 1771425591

ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე ბრალდებულ ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა.გავრცელებული ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანია საქართველოში არ იმყოფება.უფლებადამცველის განცხადებით, ბესარიონ ჟვანიამ არ იცის, რომ მის წინააღმდეგ სამართალწარმოება მიმდინარეობს. ადვოკატი ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ითხოვდა. მისი თქმით, საქმეში ბრალდებულის წინააღმდეგ არცერთი მტკიცებულება არ არსებობს.პროკურორმა სასამართლო პროცესზე ბესარიონ ჟვანიას მხრიდან ახალი დანაშაულისა და მტკიცებულებათა განადგურების საფრთხეზე ისაუბრა.ამასთან, დღევანდელ სასამართლო პროცესს დისტანციურად ესწრებოდნენ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებული გურამ და დავით კაკულიები.„კატეგორიულად არ ვეთანხმებით ბრალს. ჩვენ არავისთვის დაგვივალებია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობა. ეს არის მედიის მიერ გამოგონილი, რაც დაიჯერეს კვარაცხელიებმა. დარწმუნებული ვარ, კვარაცხელიები გაიგებენ ამას და გაიტანენ საქმეს. წარმოუდგენელია, შეკერილ საქმეზე ამდენი უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს“, – განაცხადა დავით კაკულიამ.პროკურატურის ინფორმაციით, ძმებმა, გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. გამოძიების ცნობით, გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ, მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება.პროკურატურის ინფორმაციით, ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს, ალეკო ჭელიძესა და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ, ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც დათანხმდნენ. ისინი თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას, შემდეგ ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იმავე დღეს გარდაიცვალა.პროკურატურა გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, რაც 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.საქმეზე წინა სასამართლო სხდომა 8 აპრილს ჩაინიშნა.

კაკულია ჟვანია

სამართალი 1771395227

სასამართლო, გურამ და დავით კაკულიების, ასევე ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საკითხზე სავარაუდოდ, დღეს იმსჯელებს

 სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ გურამ და დავით კაკულიების, ასევე ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საკითხზე.ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს ბრალი დაუსწრებლად, ძმებ კაკულიებს კი ციხეში წარედგინათ.გამოძიების ინფორმაციით, კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას შვილის მკვლელობა განიზრახეს. გეგმა ჟვანიას გაანდეს, რომელმაც მკვლელობის აღსრულებაზე ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა.გადაწყვეტილება სისრულეში 2021 წლის 15 სექტემბერს მოიყვანეს. უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლებს 17-17-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ. 

ნინო ჟვანია

სამართალი 1771319097

ბრალდება სრულიად მიუღებელია, გამოვრიცხავ, რომ ბუსამ რამე იცოდა - ნინო ქადაგიძე-ჟვანია

ნინო ქადაგიძე ჟვანია, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების საქმესთან მისი შვილის კავშირს უარყოფს.ნინო ქადაგიძე ჟვანია აცხადებს, რომ მისი შვილისთვის ცნობილი არ იყო ის ფაქტი, რომ ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობას გეგმავდნენ.„მე ნამდვილად ვიცი, რომ ბუსამ არაფერი არ იცოდა. ურთიერთობა ჰქონდა კაკულიებთან, ბავშვობის მეგობრები არიან. არ დაგვიმალავს ჩვენ და ჩვენებებშიც მიცემული აქვს ეს ინფორმაცია. ერთი უბედურება არის, რაც კვარაცხელიებს დაემართათ, ახლა მეორე უბედურება ის არის, რომ უდანაშაულო ადამიანს ასეთ ბრალს წაუყენებ“, - აცხადებს ნინო ქადაგიძე ჟვანია.ცნობისთვის, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან

სამართალი 1771315826

შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობისთვის, ზურაბ ჟვანიას შვილზე საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია.უწყების ცნობით, პროკურატურამ, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.  @primetime.ge საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი „შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ე.წ. წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ე.წ. კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ, მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით“, – აღნიშნულია პროკურატურის ინფორმაციაში.

niko kvaracxelia

სამართალი 1771313012

ცნობილია, ვინ შეუკვეთა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობა

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა."საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით", - განაცხადა გიორგი მიქაიამ.

კადრები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმის მასალებიდან

სამართალი 1771312663

როგორ ცდილობენ დანაშაულის დაფარვას ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფიგურანტები - პროკურატურა დეტალებზე

ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია, - ამის შესახებ, გენერალურ პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე, თბილისის პროკურორმა გიორგი მიქაიამ განაცხადა."საქართველოს პროკურატურამ ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას მიმართ ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა.შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ძმებმა გურამ და დავით კაკულიებმა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიების და კრიმინალურ სამყაროში მათი ავტორიტეტის გამყარების მიზნით, ამ უკანასკნელის შვილის ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, მკვლელობა განიზრახეს. ძმები კაკულიების მამა, ეგრეთ წოდებული კანონიერი ქურდი, დავით კაკულია 2001 წლის 25 აგვისტოს ქ.მოსკოვში მოკლეს, რაზეც კრიმინალურ სამყაროში და ასევე საზოგადოებაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დავით კაკულიას მკვლელობის დამკვეთი თითქოსდა გია კვარაცხელია იყო.  @primetime.ge საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების სისხლის სამართლის საქმე გახსნილია. ♬ original sound - Prime Time • პრაიმ ტაიმი გურამ და დავით კაკულიებმა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით მკვლელობის განზრახვა მათ მეგობარს ბესარიონ ჟვანიას გაანდეს და შეთანხმდნენ მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზება. ბესარიონ ჟვანიამ დაიწყო დანაშაულის ამსრულებლის მოძიება, რა მიზნითაც იგი მის ნაცნობებს ალეკო ჭელიძეს და გიორგი კავილაძეს დაუკავშირდა, შესთავაზა მათ ძმები კაკულიების შეკვეთით მოეხდინათ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფური მკვლელობა, რაზედაც ისინი დათანხმდნენ. ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ბესარიონ ჟვანიას ორგანიზებით, 2021 წლის ივლისსა და აგვისტოში სომხეთის რესპუბლიკაში რამდენჯერმე გაემგზავრნენ ამავე ქვეყანაში მყოფი მკვლელობის შემკვეთებთან გურამ და დავით კაკულიებთან შესახვედრად, სადაც ისინი მკვლელობის ორგანიზებისათვის აუცილებელ მითითებებს გასცემდნენ.განზრახ მკვლელობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის გამარტივების მიზნით, დავით და გურამ კაკულიებმა 2021 წლის სექტემბრის დასაწყისში უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი, რაც ცნობილი იყო ბესარიონ ჟვანიასთვის, რომელმაც ისინი ილია ჭავჭავაძის გამზ. N78-ში მდებარე მისივე ოჯახის საკუთრებაში არსებულ სახლში დააბინავა. აღნიშნულ საცხოვრებელ სახლში სისტემატურად მიდიოდნენ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე. მათ, ძმებმა კაკულიებმა დანაშაულებრივი მოქმედების დროს მათთან კომუნიკაციისათვის განკუთვნილი „რედმის“ მოდელის მობილური ტელეფონი გადასცეს.ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ თავის მხრივ, მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინეს დანაშაულის ჩასადენად განკუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღი და ვაზნები. ასევე, დაადგინეს ნიკოლოზ კვარაცხელიას საცხოვრებელი სახლის მისამართი და ყოველდღიური თვალთვალით სწავლობდნენ მისი გადაადგილების დეტალებს.2021 წლის 14 სექტემბერს გიორგი კავილაძემ და ალეკო ჭელიძემ იქირავეს „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილი და დანაშაულის ჩასადენად მოემზადნენ.2021 წლის 15 სექტემბერს, დაახლოებით 16 საათზე და 20 წუთზე, გიორგი კავილაძე და ალეკო ჭელიძე დაქირავებული „ჰიუნდაი ელანტრას“ მარკის ავტომობილით მივიდნენ თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე და პირად საქმეზე მყოფ ნიკოლოზ კვარაცხელიას ჩაუსაფრდნენ. შემთხვევის ადგილზე ალეკო ჭელიძემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე ესროლა ნიკოლოზ კვარაცხელიას. ნიკოლოზ კვარაცხელია თავდამსხმელისგან თავის დაღწევის მიზნით გაქცევას შეეცადა, თუმცა ალეკო ჭელიძე დაედევნა მას და კვლავ განაგრძო მისი მიმართულებით სროლა, რითაც სიცოცხლისათვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებები მიაყენა. სროლის დასრულების შემდეგ ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ ამ უკანასკნელის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით. შემთხვევის ადგილზე შეკრებილმა პირებმა ნიკოლოზ კვარაცხელია საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მიღებული დაზიანებების შედეგად იგი იმავე დღეს გარდაიცვალა.დანაშაულებრივი ქმედების შესრულებისთანავე ალეკო ჭელიძემ და გიორგი კავილაძემ მკვლელობის შემკვეთებს, გურამ და დავით კაკულიებს ტელეფონით აცნობეს მომხდარის შესახებ, რის შემდეგაც ძმებმა რამდენიმე წუთში დატოვეს მათი დროებითი საცხოვრებელი, ბესარიონ ჟვანიას ოჯახის საკუთრებაში არსებული სახლი, ასევე, გიორგი კავილაძე ტაქსის მძღოლის მობილური ტელეფონით დაუკავშირდა ბესარიონ ჟვანიას და საუბრის დროს მიანიშნა ნიკოლოზ კვარაცხელიას მკვლელობის შესახებ.საქართველოს პროკურატურა ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე გურამ კაკულიას, დავით კაკულიას და ბესარიონ ჟვანიას ბრალდებას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25, 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარუდგენს, (2021 წელს მოქმედი რედაქციით) რაც სასჯელის სახედ და ზომად 20 წლამდე, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ნიკოლოზ კვარაცხელიას ჯგუფურად განზრახ მკვლელობის, ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვის და ტარების ფაქტებზე მსჯავრდებულები არიან და სასჯელის სახედ და ზომად შეფარდებული აქვთ 17 და 16 წლით თავისუფლების აღკვეთა.ნიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბრალდებულები გურამ და დავით კაკულიები მსჯავრდებულები არიან და პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფებიან სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ძმებმა კაკულიებმა 2022 წელს არაყიშვილის ქუჩაზე, განზრახ მოკვლის მიზნით ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გასროლის შედეგად ერთი პირი დაჭრეს და აღნიშნულ ფაქტზე 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.პროკურატურა ბრალდებულ ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.ბესარიონ ჟვანიაზე კანონით დადგენილი წესით გამოცხადდება ძებნა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების დადგენის მიზნით", - განაცხადა გიორგი მიქაიამ.

srola

კრიმინალი 1713724846

14 გასროლა, ერთი სამიზნე და სამი დაჭრილი - რა გახდა თბილისის ცენტრში სისხლიანი გარჩევის მიზეზი

14 გასროლა, ერთი სამიზნე და სამი დაჭრილი - ასე დასრულდა თბილისის ცენტრში დღის 12:00 საათზე შურისძიებით მოტივირებული სისხლიანი გარჩევა."კურიერი P.S-ის" მიერ, მოპოვებული ჩანაწერის მიხედვით, ქურთიაშვილი რუხაძის მანქანას უახლოვდება და მას რამდენჯერმე დამიზნებით ესვრის. შემდეგ გარბის, იარაღით ხელში მას რუხაძის დაცვის ერთ-ერთი წევრი მისდევს. ცხვედაძის ქუჩაზე ეწევა და ცეცხლს უხსნის. ქურთიაშვილი ასფალტზე ეცემა.ირკვევა, რომ ქურთიაშვილმა ათამდე გასროლილი ტყვიით, სამიზნე გიორგი რუხაძის და მისი დაცვის ერთ-ერთი წევრის კახა გაბრიელაშვილის დაჭრა მოასწრო. "კურიერის" მიერ მოპოვებულ კადრებში ჩანს, როგორ ცდილობენ ადგილობრივები მათ დახმარებას.სასწრაფო დახმარებამ ტაბიძის და ცხვედაძის ქუჩებიდან დაჭრილები კლინიკაში გადაიყვანა.თავდამსხმელი სერგი ქურთიაშვილი და დაცვის დაჭრილი წევრი ამ დრომდე მძიმედ არიან. შედარებით მსუბუქია გიორგი რუხაძის მდგომარეობა. სისხლიანი დაპირისპირების ოთხი ფიგურანტიდან ბრალდებული ჯერ მხოლოდ ერთია - გიორგი რუხაძის დაცვის წევრი, ვასილ როსტევანიშვილი, რომელმაც თავდამსხმელ სერგო ქურთიაშვილს გაქცევის დროს ესროლა. ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალს უარყოფს და ამბობს, რომ თავდამსხმელის მოგერიებას ცდილობდა. სამი ათას ლარიანი გირაოთი გათავისუფლების შესახებ, მისი შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა.საპირისპირო არგუმენტები აქვს საქმის პროკურორს.სისხლიანი გარჩევის ოფიციალურ მოტივზე ჯერ არავინ საუბრობს, არაოფიციალურად კი, ტაბიძეზე მომხდარი კრიმინალური შემთხვევა, კრიმინალურ სამყაროში ცნობილ ძმებ კაკულიებზე ქურთიაშვილის შურისძიება იყო. დათა და გუგა კაკულიები მეორე წელია სასჯელს სწორედ სერგო ქურთიაშვილის დაჭრის გამო იხდიან.2022 წლის 27 მაისი, ვაკე, არაყიშვილის ქუჩა - კადრებში ჩანს, როგორ ესვრიან 25 წლის სერგო ქურთიაშვილს. გამოძიებით დადგინდა, რომ თავდამსხმელები ძმები კაკულიები იყვნენ. ქურთიაშვილზე და მის თანმხლებზე შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ, ძმებმა ტერიტორია დატოვეს. ჩაფხუტებით შენიღბული თავდამსხმელები მზიურის გავლით მიიმალნენ. ეს კადრები მაშინ "რუსთავი2-მა" ექსკლუზიურად მოიპოვა.ძმების იდენტიფიცირება მალევე მოხდა და ისინი ორთაჭალაში იმ ნაქირავებ ბინაში აიყვანეს, სადაც საქართველოში მწვანე ზონით შემოპარული კაკულიები სერგო ქურთიაშვილზე თავდასხმას გეგმავდნენ. ამ ეპიზოდში ჩნდება მათი ნათესავი გიორგი რუხაძეც - გამოძიებამ გაარკვია, რომ დანაშაულის დაგეგმვის დროს, კაკულიებს საკვებით და საჭირო ნივთებით, სწორედ მამიდაშვილი - 33 წლის გიორგი რუხაძე ამარაგებდა. მისი გვარი კაკულიების განაჩენშიც ფიგურირებს, რომლითაც მათ ცხრა წლიანი პატიმრობა მიესაჯათ.რუხაძე მაშინ გამოჰკითხეს კიდეც და მან ვერაფერი გაიხსენა. სავარაუდოდ, ეს ყველაფერი სერგო ქურთიაშვილმაც შეიტყო და რამდენიმე დღის წინ, რუხაძეზე თავდასხმაც დაგეგმა. მამიდაშვილის დახმარების შესახებ კაკულიებს სასამართლოში არაფერი უთქვამთ, უარყვეს სერგო ქურთიაშვილის დაჭრაც. მაშინ ჩვენება დაზარალებულად ცნობილმა ქურთიაშვილმაც მისცა და მასზე თავდასხმაში კაკულიების მონაწილეობა უარყო. ამის გამო განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალი ძმებს შეუმსუბუქდათ. ახლა ისინი თავის გამართლებას სააპელაციო სასამართლოში ცდილობენ.არის თუ არა ტაბიძის ქუჩაზე რამდენიმე დღის წინ მომხდარი დანაშაული ქურთიაშვილის კრიმინალური ვენდეტა? პროკურატურა რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.მძიმე მდგომარეობაში მყოფი სერგი ქურთიაშვილი, სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. მძიმეა მის მიერ დაჭრილი დაცვის თანამშრომლის, კახა გაბრიელაშვილის მდგომარეობაც. სერგო ქურთიაშვილის მთავარი სამიზნე გიორგი რუხაძეც კლინიკაში რჩება და მისი გამოკითხვა ჯერ ისევ ვერ ხერხდება. გამოძიება გრძელდება, არ არის გამორიცხული ბრალდებულთა რიცხვიც გაიზარდოს.

კაკულიების სასამართლო

სამართალი 1676030345

VIDEO: „გადით აქედან!“ - რა მოხდა სასამართლოს დერეფანში კაკულიების განაჩენის გამოცხადების შემდეგ

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.

ძმები კაკულიები

სამართალი 1676028103

ძმები კაკულიების განაჩენი ცნობილია

დაკავებული ძმები - გუგა და დავით კაკულიები თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მოსამართლე ზვიად შარაძის გადაწყვეტილებით, ბრალდებულებს 9-9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.მოსამართლის გადაწყვეტილებით, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობის ბრალდება სხეულის განზრახ მსუბუქი დაზიანებით გადაუკვალიფიცირდათ.რაც შეეხება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, მოსამართლემ მხოლოდ ჯგუფურ ტარებაში გაამტყუნა.კაკულიები დამნაშავედ იქნენ ცნობილი საზღვრის უკანონო კვეთაში. ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ წარდგენილ ყველა ბრალდებაში დამნაშავედ ცნობას, ხოლო დაცვის მხარე ბრალდებულების მიმართ გამამართლებელ განაჩენს ითხოვდა.ცნობისთვის, ძმებ კაკულიებს არაყიშვილის ქუჩაზე სერგი ქურთიაშვილის ჯგუფურად მკვლელობის მცდელობას, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის ჯგუფურად, მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვას, ტარებას, ასევე, საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდნენ. აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიება ასევე ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება ძმებ კაკულიების მიერ სხვა დანაშაულებრივ ფაქტებთან, მათ შორის, ნიკა კვარაცხელიას მკვლელობის საქმესთან შესაძლო შემხებლობასთან დაკავშირებით. საგამოძიებო უწყების ცნობით, ბრალდებულებმა დანაშაული სომხეთშიც ჩაიდინეს, სწორედ აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს სამართალდამცავი ორგანოები სომხეთის შესაბამის კომპეტენტურ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობენ.

dzmebi kakuliebi

სამართალი 1675102698

VIDEO: 8 თვის შემდეგ დარღვეული დუმილი - ძმები კაკულიები ნიკო კვარაცხელიას მკვლელობასთან კავშირს უარყოფენ

ძმებმა კაკულიებმა ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის საქმეზე დუმილი დაარღვიეს. ვიდრე ბადრაგი დარბაზიდან გაიყვანდა, რეპლიკის სახით მათ განცხადება გააკეთეს. ბრალდებულებმა ანჯაფარიძის ქუჩაზე მომხდარ სასტიკი დანაშაულთან კავშირი უარყვეს.ძმები კაკულიების მიმართვას ნიკო კვარაცხელიას დედამ უპასუხა. იზა ომაძე დარწმუნებულია, რომ სასტიკი დანაშაულის შემკვეთები უახლოეს მომავალში დასახელდებიან, შემსრულებლები კი კანონის წინაშე აგებენ პასუხს.ძმებმა კაკულიებმა დღეს დანაშაულებრივი კავშირი არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ შეიარაღებულ თავდასხმასთანაც უარყვეს და თქვეს, რომ სერგო ქურთიაშვილისთვის მათ არ უსვრიათ.უმცროსმა კაკულიამ რეპლიკით პროკურორს უპასუხა, რომელმაც განსასჯელის სკამზე მსხდომებს ჩადენილ დანაშაულზე პასუხისმგებლობის აღებისკენ მოუწოდა.რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ზვიად შარაძე - მხარეები და ბრალდებულები ვერდიქტის მოლოდინში არიან. ძმები კაკულიების ადვოკატები ამბობენ, რომ სერგი ქურთიაშვილის და გიორგი კაჭკაჭაშვილის ჩვენებებმა. არაყიშვილის ქუჩაზე მომხდარ ფაქტთან კაკულიების კავშირი გამორიცხა.ყველა ეპიზოდში გამამტყუნებელ განაჩენს ელოდება პროკურატურა. "კურიერთან" საუბრისას ბრალდების მხარემ კიდევ ერთხელ ისაუბრა მოპოვებულ და სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებზე.გურამ და დათო კაკულიების წინააღმდეგ გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს. ძმები, სამართალდამცველებმა იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების, საზღვრის უკანონო კვეთის და ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, ნაქირავებ ბინაში დააკავეს. სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებამდე რამდენიმე დღე რჩება, მანამდე კი 6 თებერვალს დაცვის მხარე დასკვნით სიტყვას იტყვის.

dzmebi kakuliebi

სამართალი 1675076342

გურამ კაკულია ნიკო კვარაცხელიას ოჯახს მიმართავს

ჩვენ არ ვიყავით ქალბატონო [სერგი ქურთიაშვილზე თავდამსხმელები]… ასევე, მივმართავ კვარაცხელიების ოჯახს, არანაირი შეხება მაგ საქმესთან ჩვენ არ გვქონია, ეს არის პროვოკაცია გადაეცით იმათ, ყველას, - ამის შესახებ სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულმა ერთ-ერთმა ძმამ, გურამ კაკულიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა, რითაც პროკურორ თამარ ყულჯანიშვილს მიმართა.პროკურორის შემდგომ ბრალდებულმა, მედიასაც მოუწოდა, რომ მათი ბრალდების საქმე “ობიექტურად გააშუქონ”.აღნიშნული მიმართვა ბრალდებულმა გურამ კაკულიამ მაშინ გააკეთა, როდესაც პროკურორმა თამარ ყულჯანიშვილმა დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა, ბოლოს კი, ბრალდებულებს მიმართა.„ცხრა თვეა ისინი აქ იმყოფებიან, ცხრა წუთით მაინც დაფიქრდნენ მათ მიერ ჩადენილ ქმედებაზე. ნამდვილად არ არის სახარბიელო ადამიანებს, რომლებსაც შეუძლიათ სხვა ცხოვრების წესი აირჩიონ და კარგი საქმით დაამახსოვრონ თავი საზოგადოებას, ამ საქმით ამახსოვრებენ ისინი თავს საზოგადოებას”, - განაცხადა თამარ ყულჯანიშვილმა.შეგახსენებთ, ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სერგი ქურთიაშვილის მკვლელობის მცდელობა ედებათ ბრალად, რა დროსაც იარაღიდან დაიჭრა სერგი ქურთიაშვილი და მასთან მყოფი პირი, გიორგი კაჭკაჭაშვილი. რაც შეეხება ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ფაქტს, გამოძიება ასევე, კვარაცხელიას მკვლელობის შესაძლო დამკვეთების გამოვლენასთან დაკავშირებით, აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. საქმეზე გამოძიებამ ძმები კაკულიებიც გამოჰკითხა.