სასამართლომ ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას აღკვეთის ღონისძიება ძალაში დატოვა

dzmebi kakuliebi

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმების, დავით და გურამ კაკულიებისა და ბუსა ჟვანიას საქმეზე სხდომა გაიმართა.

დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. სასამართლომ გადასინჯა და ძალაში დატოვა აღკვეთის ღონისძიება ბრალდებულების მიმართ.

პროცესს პენიტენციური დაწესებულებიდან დისტანციურად დაესწრნენ ძმები კაკულიები, რაც შეეხება ბუსა ჟვანიას, მასზე საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

ნიკო კვარაცხელიას შეკვეთით ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე მათ ბრალდება წარდგენილი აქვთ მუხლით, რომელიც 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

✕