თურქი მსახიობი, დემეთ ოზდემირი სტიქიის ზონიდან ევაკუაციის შემდეგ, მიმართვას ავრცელებს

დემეთ ოზდემირი

ცნობილი თურქი მსახიობი დემეთ ოზდემირი სტამბოლში ევაკუაციის შემდეგ მიმართვას ავრცელებს:

„დიდი მადლობა ყველას, განსაკუთრებით თურქეთის სანაპირო დაცვას, აკუთის ასოციაციას და ჟანდარმერიას, ყველას, ვინც ადგილზე მუშაობდა მთელი საღამოს განმავლობაში, ეკონტაქტებოდა და თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებდა.

სამუშაოები გრძელდება, ყველას ჯგუფ-ჯგუფად ევაკუაციას უწევენ და გააგრძელებენ კიდეც. იმედია, ამ უბედურებისგან არცერთი ადამიანი და არცერთი ცოცხალი არსება არ დაზარალდება,“ - წერს მსახიობი.

ცნობისთვის, 14 ოქტომბერს, სტამბოლში, ძლიერმა კოკისპირულმა წვიმამ მასშტაბური დატბორვა გამოიწვია. დაიტბორა ქუჩები, გზები, მიწისქვეშა გადასასვლელები, საცხოვრებელი სახლები და კომერციული ობიექტები.

წყლის ნაკადმა ავტომობილებიც წაიღო, რის გამოც ქალაქის რამდენიმე რაიონში გადაადგილება მნიშვნელოვნად გართულდა.

✕