გაიცანით ბიჭი, რომლის ქორწილში შესრულებულმა კინტაურმა სოციალური ქსელი დაიპყრო

გიორგი ნონიაშვილი

ქორწილში შესრულებული კინტაურით სოციალურ ქსელებში დიდი ყურადღება მიიპყრო ანსამბლ „აფხაზეთის“ წევრმა, გიორგი ნონიაშვილმა. მისი ენერგიული და შთამბეჭდავი შესრულების ვიდეომ უამრავი დადებითი კომენტარი დაიმსახურა.

განსაკუთრებული შარმის მქონე ახალგაზრდა ბიჭი მკითხველს უფრო ახლოს გააცნო „რადიო ფორტუნამ“.

გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს ინტერვიუდან:

როგორც გიორგი ნონიაშვილი „ფორტუნასთან“ საუბარში ამბობს, ვიდეოს ასეთი გამოხმაურება მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა. კადრები მეგობარმა გადაიღო და სოციალურ ქსელში განათავსა, მოგვიანებით კი თავად მოცეკვავემაც გააზიარა.

გიორგი ნონიაშვილი კასპიდან არის. ცეკვა ოთხი-ხუთი წლის ასაკში, დედის ინიციატივით დაიწყო. მოგვიანებით სხვადასხვა ბავშვთა ანსამბლში ცეკვავდა, გარკვეული პერიოდი „სუხიშვილებშიც“ გაატარა, შემდეგ კი ანსამბლ „აფხაზეთს“ შეუერთდა. როგორც თავად ამბობს, ამ ანსამბლში გადასვლიდან მალე სამი წელი შესრულდება.

მისი თქმით, ქართული ცეკვა ყოველდღიური ცხოვრების უდიდეს ნაწილს იკავებს. გიორგი კასპში ცხოვრობს და თბილისში ვარჯიშებისა და სამუშაოსთვის ყოველდღიურად დადის. ვრცელი ინტერვიუ ნახეთ ამ ბმულზე

✕