შეიძლება თუ არა გარდაცვლილის ტანსაცმლის ტარება - მღვდლების მოსაზრება
1771357904
სავარაუდოდ, დღეს უნდა იმსჯელოს სასამართლომ გურამ და დავით კაკულიების, ასევე ბესარიონ ჟვანიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე საკითხზე.
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს ბრალი დაუსწრებლად, ძმებ კაკულიებს კი ციხეში წარედგინათ.
გამოძიების ინფორმაციით, კაკულიებმა ე.წ. კანონიერი ქურდის, გია კვარაცხელიაზე შურისძიებისა და კრიმინალურ სამყაროში ავტორიტეტის გამყარების მიზნით, კვარაცხელიას შვილის მკვლელობა განიზრახეს. გეგმა ჟვანიას გაანდეს, რომელმაც მკვლელობის აღსრულებაზე ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე დაითანხმა.
გადაწყვეტილება სისრულეში 2021 წლის 15 სექტემბერს მოიყვანეს. უშუალოდ მკვლელობის შემსრულებლებს 17-17-წლიანი პატიმრობა უკვე მისჯილი აქვთ.