1733256870
სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს
სპეციალური საგამოძიებო სამსახური განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
,,სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ტელეკომპანია „ფორმულას“ თანამშრომლებისთვის, ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით გამოძიება დაიწყო.
სპეციალური საგამოძიებო სამსახური ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით", - აღნიშნულია განცხადებაში.
შემთხვევა დღეს მოხდა. ჟურნალისტ, რატი წვერავას პირდაპირი ჩართვის დროს უცნობმა პირმა მიკროფონი წაართვა. "ფორმულა" ამბობს, რომ ის დანით იმუქრებოდა და ცდილობდა ოპერატორს თავს დასხმოდა.