"ნიკოლოზის მოთხოვნით მომიწია კარიერის მიტოვება" - ნელი დოროყაშვილი

დოროყაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩოგბურთელ ნიკოლოზ ბასილაშვილის წინააღმდეგ სასამართლო დავა მისი ყოფილი ცოლის, ნელი დოროყაშვილის გამოკითხვით გაგრძელდა. დღევანდელ სხდომაზე ის ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატებმა გამოჰკითხეს.

ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე, ნელი დოროყაშვილი ამბობს, რომ ყველა მტკიცებულება ნიკოლოზ ბასილაშვილის მხრიდან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ადასტურებს.

ნელი დოროყაშვილის თქმით, ბასილაშვილთან თანაცხოვრების დროს, გარკვეული პერიოდით ცესკოში, "ქოლცენტრში" მუშაობდა, თუმცა ქმრის მოთხოვნით სამსახური მიატოვა და ამავე მიზეზით ვერ შეძლო სწავლის გაგრძელება.

 "ეს იყო ნიკოლოზ ბასილაშვილის მოთხოვნა... მისი მოთხოვნით მომიწია კარიერის მიტოვება, სამსახურის დატოვება",- ასე უპასუხა დოროყაშვილმა ნიკოლოზ ბასილაშვილის ადვოკატ თეონა გვაზავას კითხვაზე, ცესკოში სამსახურის მიტოვება ბასილაშვილის მოთხოვნა იყო თუ არა.