საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში გზების რებილიტაცია მიმდინარეობს

გზის დაგება

გზების რეაბილიტაცია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში - ინტენსიური სამუშაოები შიდა ქართლში, ქარელის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს.

საციხური-აბანო-კოდას გზის სამუშაოები გასულ წელს დაიწყო და სულ მალე უნდა დასრულდეს. სამნახევარ კილომეტრიანი გზისთვის საჭირო მილიონნახევარი ლარი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.

რაც შეეხება, მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფელ იმერხევს - ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, დასახლებაში აქამდე საგზაო ინფრასტუქტურასაერთოდ არ არსებობდა და გზას რეაბილიტაციაც პირველად უტარდება.

მიმდინარე სამუშაოები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს.