ნოემბრის თვის ამინდის პროგნოზი სრულად
1793653419
ამბროლაურის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა ქევანიშვილმა, პირველ მოადგილე ასლან საგანელიძესთან და მოადგილე თამარ ქევანაშვილთან ერთად, მერიის სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე განიხილეს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ჯანდაცვისა და სოციალური მიმართულებით არსებული საკითხები.
ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებს დაევალათ, განსაკუთრებული ყურადღებით განახორციელონ მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი, მუდმივად აკონტროლონ მათი მიმდინარეობა და ხარისხი.
შეხვედრაზე დასუფთავებისა და კეთილმოწყობის სამსახურისა და მუნიციპალური წყალმომარაგების მოვლა-შენახვის ცენტრის ხელმძღვანელებმა წარმოადგინეს ინფორმაცია არსებული მდგომარეობისა და დაგეგმილი სამუშაოების შესახებ.
საუბარი ასევე შეეხო ქალაქში დაზიანებული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს. შესაბამის სამსახურებს დაევალათ საჭირო სამუშაოების დაგეგმვა და განხორციელება.