ვისთვის არ არის რეკომენდირებული საზამთროს და ნესვის მიღება

საზამთრო

საზამთრო და ნესვი არ შეიძლება დიაბეტით დაავადებულებისა და ჭარბი წონის მქონე ადამიანებისათვის.

ნესვი და საზამთრო დიდი რაოდენობით ვიტამინებისა და მიკროლემენტების წყაროა, ხოლო შარდმდენი ეფექტის გამო ისინი ამცირებს შეშუპებას. ზომიერების ფარგლებში დასაშვებია მათი მიღება ორსულობისას. თუმცა ყველასათვის ისინი სასარგებლო როდია.

საზამთროსა და ნესვს გააჩნია მაღალი გლიკემიური ინდექსი, რაც იმას ნიშნავს, რომ ახდენენ სისხლში შაქრის დონის მკვეთრად მატების პროვოცირებას.

ჭარბი წონის ადამიანებმაც ასევე სჯობს თავი შეიკავონ ნესვისა და საზამთროს მიღებისაგან, რადგანაც მათში დიდი რაოდენობითაა შაქარი. 

ზოგჯერ შეიძლება ზაფხულის ამ ხილის მიმართ აღინიშნოს საკვებისმიერი ალერგია, რადგანაც მათი ყვავილობისას ყვავის ამბროზია (სარეველა), რომელიც წარმოადგენს ძლიერ ალერგენს, მათი ჯვარედინი დამტვერვის გამო, შესაძლებელია ამბროზიის მტვერი აღმოჩნდეს საზამთროსა და ნესვის ყვავილში და გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია.

ნესვი და საზამთრო იმითაცაა საშიში, რომ შეიძლება შეიცავდნენ ნიტრატებსა და პესტიციდებს. ნიტრატები გროვდება ძირითადად ქერქში და მის მოსაზღვრე უმწიფარ ნაწილში.

ნიტრატების ორგანიზმში მოხვედრისას, ნაწლავში გარდაიქმნება ნიტრიტებად და იწვევს ქსოვილების ჟანგბადით შიმშილს, რომელსაც განსაკუთრებით მწვავედ განიცდიან ბავშვები და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანები.

ამას გარდა ნიტრატები შეიძლება დაგროვდეს ორგანიზმში, და დროთა განმავლობაში გამოიწვიოს ქრონიკული ინტოქსიკაცია და კიბოს განვითარების პროვოცირება.

პესტიციდებით მოწამვლა ვლინდება დიარეით, მუცლის არეში ტკივილითა და ტემპერატურის მომატებით.

 

წყარო: მკურნალი.გე