როგორ მოვაშოროთ ტანსაცმელს ქლორის ლაქები

ქლორიანი ტანსაცმელი

ტანსაცმლის რეცხვისას შემთხვევით თუ დაგესხათ ქლორი, რომელიც ფერად ტანსაცმელზე ტოვებს თეთრ, ხოლო თეთრ ტანსაცმელზე ყვითელ ლაქას. ნუ გადააგდებთ სამოსს.

გთავაზობთ ქლორის ლაქების ამოყვანის 2 ეფექტურ მეთოდს.
 
თქვენ დაგჭირდებათ:

თეთრი ძმარი;
ალკოჰოლი;
ნაჭერი.
შეურიეთ თანაბარი რაოდენობით ალკოჰოლი და ძმარი თასში. ნარევში დაასველეთ ქსოვილი, დარწმუნდით, რომ ღია ფერისაა. წაუსვით ნაჭერი ლაქაზე და გაწურეთ (მნიშვნელოვანია, რომ არ შეაზილოთ, რადგან ლაქა შეიძლება გავრცელდეს). გააჩერეთ 10-15 წუთი და ამოიღეთ. შემდეგ ტანსაცმელი გარეცხეთ ცივ წყალში. თუ ლაქა კვლავ რჩება, გაიმეორეთ პროცედურა, სანამ არ გაქრება. ძმარი ეფექტური ინგრედიენტია ღია ან თეთრ ტანსაცმელზე ლაქების გასაქრობად და მოსაშორებლად. 

ეფექტური მეთოდი 2

ნატრიუმის თიოსულფატი;წყალი;ნაჭერი.შეურიეთ 1 სუფრის კოვზი ნატრიუმის თიოსულფატი 1 ჭიქა წყალს. დაასველეთ ნაჭერი და დადეთ ლაქაზე. როდესაც ლაქა დაიფარება, დაასველეთ ცივ წყალში და გაავლეთ. ამ შინაურული საშუალებების გამოსაყენებლად სჯობს ყოველთვის ატაროთ ხელთათმანები და ფრთხილად იყოთ, რომ არაფერი შეღებოთ.