ახალი ინფორმაცია ვრცელდება მგზავრზე, რომელიც მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს

მაშველები წყალში1

ამ დრომდე ეძებენ მაშველები მტკვარში ჩავარდნილ მანქანას. ავარია თბილისში, მარცხენა სანაპიროზე გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის დროს მანქანაში რამდენიმე ადამიანი იმყოფებოდა, აქედან ერთის პოვნა და წყლიდან ამოყვანა მალევე მოხერხდა.

მგზავრი, რომელიც მაშველებმა ამოიყვანეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს - მის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება

გავრცელებული ინფორმაციით, პირი, რომლის ამოყვანაც მაშველებმა მალევე შეძლეს, საავადმყოფოდან უკვე გაწერეს. შემთხვევა, დაახლოებით, ღამის პირველ საათზე მოხდა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

მათი ცნობით, სამძებრო სამუშაოებთან დაკავშირებით იგეგმება წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან.

 

 

„გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მდინარე მტკვარში მიმდინარე სამაშველო ღონისძიების ფარგლებში იგეგმება მტკვრის კალაპოტში წყლის დონის შემცირება ბუნებრივ ნიშნულამდე, რაც დაკავშირებულია წყლის მოდინების რეჟიმის დარღვევასთან. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გამოიჩინოთ სიფრთხილე და თავი შეიკავოთ გადაადგილებისგან ორთაჭალჰესის ქვედა ბიეფში კალაპოტის, მიმდებარე ტერიტორიაზე",- არნიშნულია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.