მეცნიერების თანახმად, ნამდვილ სიყვარულს 27-დან 35 წლამდე შეხვდებით

წყვილი

აღმოჩნდა, რომ სიყვარული რიცხვების თამაშია და მათემატიკოსებმა გაარკვიეს, რომელ ასაკში შევხვდებით ჩვენს ნამდვილ მეორე ნახევარს!

ჩვენი რომანტიკული ცხოვრების ინტერპრეტაცია შესაძლებელია მათემატიკური თეორიის საშუალებით.
მათემატიკოსმა ჰანა ფრაიმ ჩაატარა გამოკვლევა, რომლის მიხედვითაც დადგინდა ასაკი, როდესაც ადამიანები, ყველაზე ხშირად პოულობენ სიყვარულს. მეცნიერი პროცესში იყენებდა მათემატიკურ სტატისტიკას და ალგორითმებს, შედეგად მიღებულ თეორიას კი, "ოპტიმალური შეჩერების თეორია" უწოდა.

მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს ადამიანების რიცხვი, რომელთაც პოტენციურად შეგვიძლია შევხვდეთ ჩვენი ცხოვრების განმავლობაში და თითოეული ეს ურთიერთობა, ხარისხობრივად განსხვავდება. ამ თეორიის თანახმად, ჩვენ შეგვიძლია ვიწინასწარმეტყველოთ რამდენი ჰიპოთეტური პარტნიორი გვეყოლება, სანამ იმ ერთადერთს ვიპოვით. ეს თეორია საშუალებას გვაძლევს გავარკვიოთ, დაახლოებით როდის შევწყვეტთ ძებნას და როდის შევხვდებით საუკეთესო კანდიდატს.

იდეალური პარტნიორის გაცნობის შანსი, 27 წლის შემდეგ იზრდება
მათემატიკური თეორია გვეუბნება, რომ ცხოვრების პირველი 37%-ის განმავლობაში, ჭეშმარიტი მეორე ნახევრის პოვნის შანსი ძალიან დაბალია. დავუშვათ, რომ თქვენ გსურთ 40 წლამდე დაქორწინება. პირველი სიყვარული კი, 15 წლის ასაკში გეწვიათ. ეს ნიშნავს, რომ ნაკლებად სავარაუდოა, იპოვოთ თქვენი მეორე ნახევარი 15-დან 27 წლამდე შუალედში.

27-სა და 35-ს შორის არის ფანჯარა, რომელიც საშუალებას გაძლევთ აირჩიოთ ადამიანი, რომელიც თქვენთვის უფრო უკეთესია, ვიდრე ყველა სხვა, ვისაც აქამდე შეხვედრილხართ. ეს იმიტომ, რომ ახლა შეგიძლიათ გადახედოთ წინა 37%-ს და შედარება გააკეთოთ.

თუმცა, ჩვენ გვჭირდება წარუმატებელი ურთიერთობები.
ყველა, ვისაც 27 წლამდე შეხვდებით, არის იმ პროცესის ნაწილი, რომელიც ნამდვილ სიყვარულამდე მიგიყვანთ. თქვენი რომანტიკული გამოცდილება და წარსული ურთიერთობები საშუალებას გაძლევთ ისწავლოთ და გაარკვიოთ, რა მოლოდინი გაქვთ რომანტიკული პარტნიორისგან.

ამას ყოველთვის ქვეცნობიერად ვაკეთებთ.
თქვენ შეიძლება შეამჩნიეთ, რომ აქამდე, მათემატიკური თეორიის ცოდნის გარეშეც იგივე პატერნს მიჰყვებოდით. სანამ ახალგაზრდები ვართ, საკუთარ თავს დროს ვაძლევთ ექსპერიმენტებისა და თამაშისთვის. პოტენციური მეუღლის სერიოზულად განხილვას კი, მხოლოდ მას შემდეგ ვიწყებთ, როცა ოცდაათიან წლებში ვუახლოვდებით.

დოქტორ ფრაის თეორია მართალია მათემატიკის მკაცრ ჩარჩოებში ჯდება, თუმცა სიყვარული ყოველთვის სცილდება რიცხვებს. მათემატიკა არ იტყუება, მაგრამ არც ჩვენი გული იტყუება. ასე რომ, თუ 27 წლამდე იპოვეთ ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება გსურთ, ეს არ ნიშნავს რომ ის არ არის თქვენი ნამდვილი სიყვარული. იცხოვრეთ ისე, როგორც თქვენი გული გიბრძანებთ!