ომში, სოხუმის დედათა მონასტერთან დატრიალებული სასწაული, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ წაიკითხავთ
1727429209
უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა დეოლიგარქიზაციის დოკუმენტის შესახებ გადაცემაში „ვახო ხუზმიაშვილის თავისუფალი სივრცე" ისაუბრა.
მათიკაშვილის თმით, გათვალისწინებულია დეოლიგარქიზაციის უკრაინული მეთოდი, რომელიც ევროკომისიის მიერ არის მოწონებული.
„ეს არის უკრაინული მოდელი, მთავარია, რომ ევროკომისიამ ეს კანონი უკვე მოიწონა. ქართულმა მხარემ ცხადია ახალი ველოსიპედის გამოგონება არ დაიწყო და მიჰყვა იმ თამასას, რომელიც ევროკომისიის მიერაა მოწონებული. ოლიგარქად მიიჩნევა ოთხპუნქტიანი მონაცემიდან სამი თავსებადის ქონა, რომ ჩაითვალოს ადამიანი ოლიგარქად. ცდილობენ ერთადერთ ადამიანს მოარგონ კანონი, რომელიც დიდი ხანია პოლიტიკას ჩამოშორდა და არ აფინანსებს არაფერს“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა გადაცემა „თავისუფალ სივრცეში“ საუბრისას.