ომი, გადასახლება და რაჭველი კაცის სიყვარული - 100 წლის ბებოს ისტორია, რომელიც საუკუნეს იტევს
1779777373
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა საქართველოს ვიცე-პრემიერს, საგარეო საქმეთა მინისტრს მაკა ბოჭორიშვილს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
როგორც მისალოც წერილშია ნათქვამი, უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
„თქვენო აღმატებულებავ!
მიიღეთ ჩემი მილოცვა საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით.
უკრაინელ და ქართველ ხალხს შორის ტრადიციულად მჭიდრო კავშირები დიდი ხანია რაც ურთიერთგაგებაზე, მხარდაჭერასა და პატივისცემაზეა დაფუძნებული. ეს ფაქტი დღეს განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე სრულმასშტაბიანი აგრესიის, ასევე რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ნაწილების მიმდინარე ოკუპაციის კონტექსტში.
ჩვენ გულწრფელად ვაფასებთ საქართველოს მხარდაჭერას უკრაინისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში უკრაინის ინიციატივების მიმართ და ვადასტურებთ პატივისცემას ათასობით ეთნიკურ ქართველისა და საქართველოს მოქალაქის მიმართ, რომლებიც უკრაინელების მხარდამხარ, იარაღით ხელში იცავენ უკრაინის დამოუკიდებლობას და ჩვენს საერთო უსაფრთხოებას.
უკრაინა მხარს უჭერს საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, უკრაინელი და ქართველი ხალხი აღადგენს ტერიტორიულ მთლიანობას და ხელს შეუწყობს შავი ზღვის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დაბრუნებას.
თქვენო აღმატებულებავ, გისურვებთ წარმატებებს თქვენს პროფესიულ საქმიანობაში, საქართველოსა და ქართველ ხალხს კი მშვიდობას, კარგად ყოფნასა და კეთილდღეობას ვუსურვებ“, - აღნიშნულია მისალოც წერილში.
