ომი, გადასახლება და რაჭველი კაცის სიყვარული - 100 წლის ბებოს ისტორია, რომელიც საუკუნეს იტევს

ბებ

„100 წელი - მთელი ეპოქის ტოლფასი ცხოვრება. სწორედ ასეთ იუბილეს აღნიშნავს ქალბატონი კლავდია, ადამიანი, რომელმაც საკუთარი თვალით ნახა საუკუნის ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები და დღესაც განსაკუთრებული ენერგიით აგრძელებს ცხოვრებას.

როგორც მისი შვილი, ქალბატონი ოლღა გვიყვება, კლავდია პოლონეთში დაიბადა. მისი და რაჭველი მეუღლის სიყვარულის ისტორია რთულ წლებში, გადასახლებაში დაიწყო. მოგვიანებით ოჯახი საქართველოში ჩამოვიდა და ცხოვრება აქ განაგრძო.

100 წლის კლავდია ლიპლინცკის ცხოვრების შესახებ მისი შვილი ოლღა გვიამბობს:

„დედაჩემი დაბადებულია 1926 წელს, პოლონეთში. 12 წლის იყო, ომი რომ დაიწყო. მამამისი, შიმონ ლიბლინცკი მემამულე იყო, ჰყავდა მეუღლე და 4 შვილი. ჰექტრობით მიწები ჰქონდათ, ბავშვობიდანვე ყველა შრომობდა. უკვე 12 წლის ასაკში, დედაჩემი ძროხას წველიდა. 4 გოგო და 1 ბიჭი იყვნენ. ძმა 18 წლით უფროსი ჰყავდა, რომელმაც პოლონეთის ტერიტორია დატოვა და ბალტიის მხარეში გადავიდა საცხოვრებლად.

როდესაც საბჭოთა არმიამ პოლონეთი გაათავისუფლა ფაშიზმისგან, ბაბუაჩემს დასწამეს ჰიტლერთან თანამშრომლობა. სინამდვილეში, გერმანელების ოკუპაციის ქვეშ ცხოვრობდნენ. მოხდა ისე, რომ ყველა დააპატიმრეს, გადაასახლეს და 7 წელიწადი დედაჩემი მის დებთან ერთად იჯდა ციხეში.

7 წლის მერე, 1947 წელს წაიყვანეს შორს და გადაასახლეს. დაბანაკდნენ გადასახლებული ხალხის ბანაკში, სწორედ აქ გაიცნო დედაჩემმა მამაჩემი, რაჭველი კაცი. ერთმანეთი საცეკვაო მოედანზე გაუცნიათ. იქ შექმნეს ოჯახი და შემდეგ ჩამოვიდნენ საქართველოში. მეც იქ დავიბადე. შემდეგ ჩამოვედით საქართველოში.

მამა და დედა წავიდნენ უწერაში და დაიწყეს სოფლის ცხოვრება. როდესაც მამა გარდაიცვალა დედა მარტო დარჩა, მეურნეობა მარტო მიჰყო ხელი.

რაჭაში ცხოვრებამ და იქაურმა ჰაერმა, ნატურალურმა ყველაფერმა იმოქმედა მასზე. იყო ძალიან კეთილი, სოფელში 1 ადამიანი არ არსებობს, ვისაც მისგან რამე სწყენია. ღვინოს თვითონ აყენებდა, არაყსაც ხდიდა. ჰყავდა ძროხები და გახდა ოფიციალურად რაჭველი ქალი.

დღემდე ძალიან უპრეტენზიოა. ახლა 100 წლის ასაკშიც სრულიად საღ გონებაზეა, ყველაფერი ახსოვს და აქეთ გვახსენებს რაღაცებს. ერთადერთი რაზეც წუხს, ენატრება შვილიშვილები და შვილთაშვილები. უნდა, რომ ყველა ახლოს ჰყავდეს. 3 შვილისგან, ჰყავს 7 შვილიშვილი და 8 შვილთაშვილი“,- ამბობს კლავდიას შვილი, ქალბატონი ოლღა.

რა რჩევას მისცემს ქალბატონი კლავდია საზოგადოებას: 

„დედაჩემი ყოველთვის გვასწავლიდა და ახლაც იმავეს გვირჩევს, გულში ბოღმა არასოდეს ჩაიდოთ, ყველას მიუტევეთ და ილოცეთო. მისი თქმით, ბუნებასთან და მიწასთან სიახლოვე ადამიანისთვის ყველაზე დიდი ჯილდოა.“

ქალბატონ კლავდიაზე სოციალურ ქსელში მეგობრის შვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს: