1779737742
დღის ყველაზე ემოციური კადრები - საქართველოს 12 რეგიონში, რეკრუტებმა სამხედრო ფიცი დადეს
საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრის რეკრუტებმა საზეიმოდ სამხედრო ფიცი დადეს. წელს ფიცის დადების ცერემონია ყველაზე მასშტაბური იყო და პირველად, წვევამდელებმა ფიცი დადეს თბილისში და საქართველოს 12 რეგიონში - უძველეს ქრისტიანულ ეკლესია-მონასტრებთან (გონიო, უბისა, ფოკა, თხოთის მთა, უშგული, მცხეთა, კონჭკათი, ბოდბე, მარტვილი, ბარაკონი, ბოლნისი, სნო).
26 მაისს საქართველო დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობს. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აქტი საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ზუსტად 1918 წლის 26 მაისს მიიღო.











