1786121718
საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა.
ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ გიორგი ფხაკაძე ესაუბრა.
როგორც ფხაკაძე ამბობს, დენგე საქართველოში ჩამოსულ უცხო ქვეყნის მოქალაქეს დაუდასტურდა და ის ახლა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაშია მოთავსებული.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე მოსახლეობისთვის პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„პანიკის საფუძველი არ არსებობს, დენგე ადამიანიდან ადამიანზე არ გადადის. მხოლოდ კოღოს ნაკბენით ვრცელდება...“ - გვითხრა გიორგი ფხაკაძემ.









