გიგა ავალიანის დედის კომენტარი სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ

ეკა კუპატაძე

გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე, მკვლელობის მომზადებაში ბრალდებული დემეტრე ჩიქოვანი და დანაშაულის შეუტყობინებლობის გამო დაკავებული ანა ნასყიდაშვილი, მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დამნაშავედ ცნო.

რადგან ორივე ბრალდებული არასრულწლოვანია, მოსამართლე პატიმრობის წლებს შემდეგ სხდომაზე, 2 ივნისს გამოაცხადებს.

გიგა ავალიანის დედა, ეკა კუპატაძე მაქსიმალური სასჯელის მოლოდინშია.

"რატომ ველოდები მაქსიმალურ სასჯელს? იმიტომ, რომ იციან, გიგა იყო უდანაშაულო. ამას უკვე აღიარებენ, რომ კი გიგა იყო უდანაშაულო და უდანაშაულო ადამიანი მოკლეს. რატომ ველოდები მათგან მაქსიმალურ სასჯელს? თუნდაც იმიტომ, რომ იციან, უდანაშაულო ბიჭი მოკლეს და ოჯახს ბრძოლა არ შეუწყვეტია", - განაცხადა გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა 8 აპრილს, მთავარ ბრალდებულს, ალექსანდრე გაბაშვილს და გიორგი რიკაძეს 14-14 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. დემეტრე ჩიქოვანს კი 9 წლით.