1779872937
15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
თბილისში, 15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს. ბიჭის დაკარგვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გავრცელდა.
ოჯახის ინფორმაციით, მოზარდი ბოლოს კამერამ გუშინ, 21:59 სთ-ზე, საირმის ქუჩაზე, ხელოვნების სკოლასთან დააფიქსირა.
ფაქტზე გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.










