საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვანზე ფიზიკურად იძალადა, პატიმრობა შეეფარდა

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

თბილისის საქალაქო სასამართლომ ერთ-ერთი კერძო საბავშვო ბაღის აღმზრდელს, რომელმაც მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

მოსამართლემ აღნიშნული გადაწყვეტილებით ბრალდების მხარის შუამდგომლობა სრულად გაიზიარა.

როგორც ბრალდებულის ადვოკატი, მარიამ გელაშვილი აცხადებს, აღმზრდელი ბრალს ნაწილობრივ აღიარებს, კერძოდ ბავშვზე ძალადობის მხოლოდ ერთ ფაქტს.

ცნობისთვის, საბავშვო ბაღის აღმზრდელს პროკურატურა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1 პრიმა ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, ჩადენილი არასრულწლოვნის მიმართ) დარღვევას ედავება, რაც სასჯელის სახედ და ზომად ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.