ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1779824841
პარლამენტმა „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ კანონში ცვლილებებს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ახალი დაცული ტერიტორიული ერთეული – რიონის აღკვეთილი და მასთან დაკავშირებული სამართლებრივი ნორმები შემოდის.
მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ზურაბ ეზუგბაიამ წარადგინა.
პროექტი კოლხეთის ეროვნული პარკის ფართობისა და ზღვის აკვატორიის საზღვრების განახლებას, ასევე რიონის აღკვეთილისა და კოლხეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის გეოგრაფიულ კოორდინატებს ადგენს.
ცვლილებებით რეგულირდება აღნიშნულ ტერიტორიებზე დაშვებული საქმიანობის სახეები, მათ შორის სამეცნიერო კვლევა, მონიტორინგი, აღდგენითი ღონისძიებები და შეზღუდული სატრანსპორტო გადაადგილება, ასევე განისაზღვრება თევზჭერისა და წყალმცურავი საშუალებების გამოყენების სპეციალური წესები.
მომხსენებლის განმარტებით, აღკვეთილის ტერიტორია ფარავს 554 ჰექტარს და მოიცავს მდინარე რიონის იმ მონაკვეთს, სადაც ხდება ზუთხისებრთა ქვირითობა.