1747980527
თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი - წილოსანი

თინა ბოკუჩავამ მარიამ ლაშხს სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ალქაჯმა,მე მოვითხოვ, ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა.
"თინა ბოკუჩავა, როგორც თავისი მოძალადე პარტიის ნათელი მაგალითი - მარიამ ლაშხზე განახორციელა ფიზიკური ძალადობა, სახეში დაარტყა და თმებზე ქაჩა ამ ალქაჯმა, ჩვეულებრივი ქალი ალქაჯი. მე მოვითხოვ, რომ ამ ადამიანმა, ადამიანსაც ვერ ვუწოდებ - ამ მოძალადემ დატოვოს დარბაზი. წარმოუდგენელია ასეთი ძალადობა”, - განაცხადა ნინო წილოსანმა.
პარლამენტის სხდომათა დარბაზში დეპუტატებს შორის ფიზიკური დაპირისპირება რამდენიმე წუთის წინ მოხდა.