ჰამბურგის რკინიგზის სადგურზე თავდასხმა მოხდა - დაჭრილია 12 ადამიანი
1748030033
ახალგაზრდა ბრიტანელი დედის ოჯახი შოკირებული დარჩა, როდესაც აუტოფსიის შედეგები ნახეს.
ორი შვილის დედა, 28 წლის ბეთ მარტინი შვებულების დროს ცუდად გახდა და სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
იგი საავადმყოფოში მიყვანიდან მეორე დღეს გარდაიცვალა.
გაკვეთის შედეგად დადგინდა, რომ ექიმებმა მას გული ოჯახის ინფორმირების გარეშე ამოუღეს.
მისმა ქმარმა განაცხადა, რომ საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ მას მეუღლის ნახვა აეკრძალა.
თურქეთის პოლიციამ ერთ დროს იგი ცოლის „მოწამვლაშიც“ კი დაადანაშაულა, თუმცა ბრალდება გაამართლეს. საავადმყოფოში მომხდარ ფაქტს პოლიცია იძიებს.
ოჯახი იბრძვის იმის შესახებ, თუ რა მოხდა და სად არის დედის გული.
ლუკამ ტრაგედიის შემდეგ სოციალურ მედიაში ემოციური შეტყობინება გააზიარა და თქვა: „2 კვირის წინ მე, ჩემი მეუღლე და 2 შვილი ოჯახთან ერთად თურქეთში დასასვენებლად გავემგზავრეთ. მხოლოდ 3 გადავრჩით. მე დავკარგე ცოლი, ჩემმა შვილებმა დედა დაკარგეს, ჩვენ დავკარგეთ თავსატეხის ყველაზე დიდი ნაწილი, რომელიც ჩვენი ოჯახი იყო. ეს იყო ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი და ტრავმული კვირა და ამასთანავე... მომიწია ჩემი შვილებისთვის იმის თქმა, რომ მათი დედა სახლში არ დაბრუნდებოდა”.