1771789041
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გეკა გელაძე, ყაზახეთის შინაგან საქმეთა მინისტრის, ერჟან სადენოვის მიწვევით, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით, ყაზახეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
ვიზიტის ფარგლებში, ყაზახეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი- კასიმ-ჟომარტ ტოკაევი გეკა გელაძეს "აკ ორდას" რეზიდენციაში უმასპინძლებს, ასევე გაიმართება ორმხრივი შეხვედრები ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრთან - ერჟან სადენოვთან.
გეკა გელაძე, დელეგაციასთან ერთად, ასევე, მოინახულებს ყაზახეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებს და ადგილზე გაეცნობა მათ საქმიანობას.











