ჯონ ჰილი: მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს

ჯონ ჰილი

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი ჯონ ჰილი იმედოვნებს, რომ პირველი მინისტრი იქნება, ვინც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს.

„მინდა ვიყო თავდაცვის მინისტრი, რომელიც ბრიტანულ ჯარებს უკრაინაში განათავსებს, რადგან ეს იქნება იმის ნიშანი, რომ ეს ომი საბოლოოდ დასრულებულია. ეს იქნება ნიშანი, რომ ჩვენ უკრაინაში მშვიდობაზე მოლაპარაკება დავასრულეთ. უსაფრთხო ევროპას კი ძლიერი, სუვერენული უკრაინა სჭირდება“, - წერს ჰილი.