საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი ჟენევაში, გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტში მიიღებს მონაწილეობას

მაკა ბოჭორიშვილი

 2026 წლის 23 თებერვალს, საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დაესწრება ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს 61-ე სესიის მაღალი დონის სეგმენტს და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართავს.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.