სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი - პროკურორი პოლიტიკოსების საქმეზე

პროკურორი ანი ხუბეჯაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე განიხილა.

ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა.

დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.

საქმის პროკურორის, ანი ხუბეჯაშვილის თქმით, სხდომის მიმდინარეობისას ადგილი ჰქონდა წესრიგის დარღვევას, რის გამოც სხდომა დაიხურა.

"სასამართლო სხდომა დაიხურა იქიდან გამომდინარე, რომ სხდომის მიმდინარეობს დროს წესრიგის დარღვევას ჰქონდა ადგილი. სისხლის სამართლის საქმეზე წარმოდგენილია არაერთი მტკიცებულება. უმეტესი მტკიცებულებების ნაწილი, მათ შორის, საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციაა და ამ საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციაში, ვიდეო ჩანაწერებში ნათლად არის წარმოჩენილი არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი სისხლის სამართლის საქმეზე", - განაცხადა პროკურორმა ანი ხუბეჯაშვილმა.