საქართველოს ეროვნული ლატარია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1771866215
ორშაბათს ევროპარლამენტმა ევროკავშირსა და აშშ-ს შორის სავაჭრო შეთანხმების შესახებ კენჭისყრა გადადო. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.
გადაწყვეტილება განაპირობა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ საყოველთაო 15%-იანი იმპორტის გადასახადის დაწესებამ მას შემდეგ, რაც აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ მისი გლობალური ტარიფები გააუქმა.
ევროკავშირის საკანონმდებლო ორგანო განიხილავდა წინადადებებს ამერიკულ საქონელზე იმპორტის უამრავი გადასახადის გაუქმების შესახებ, რაც ივლისის ბოლოს შოტლანდიაში მიღწეული შეთანხმების მთავარი ნაწილია. ასევე, განიხილებოდა ამერიკულ ლობსტერებზე ნულოვანი ტარიფის შენარჩუნება, რაზეც თავდაპირველად ტრამპთან 2020 წელს შეთანხმდნენ.
აღნიშნული წინადადებები საჭიროებს პარლამენტისა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობების თანხმობას. პარლამენტის სავაჭრო კომიტეტს კენჭისყრა სამშაბათს უნდა ჩაეტარებინა, თუმცა პროცესი გადაიდო, რაც ევროპელი კანონმდებლების მიერ კენჭისყრის შეჩერების უკვე მეორე შემთხვევაა.