"შეიძლება, ყველას ეს არ ესიამოვნოს, რასაც ახლა ვიტყვი..." - მიხეილ ცაგარელის გაფრთხილება
1771870233
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საგარეო ჩარევებისა და დეზინფორმაციის საფრთხებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, თანამედროვე კონფლიქტები გასცდა მხოლოდ იარაღის გამოყენების ფარგლებს.
„გვქონდა დისკუსია უცხოური გავლენებით მანიპულირებასა და ჩარევაზე. დღევანდელი ომები არა მხოლოდ ტანკებითა და დრონებით მიმდინარეობს, არამედ ისინი ასევე იმართება ტყუილებითა და ალგორითმებით“, - აღნიშნა კალასმა.
„ამ ბრძოლის მოგებას ფარი და ხმალი სჭირდება. ჩვენ უკვე ვაშენებთ „დემოკრატიის ფარს“. რაც სწრაფი განგაშისა და შეფასებებიდან მოწინააღმდეგეებზე უფრო მკაცრ რეაგირებაზე გადასვლას ნიშნავს“, - დასძინა მან.