3400 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდა - „თბილისი ენერჯი“ განცხადებას ავრცელებს
1771862148
თბილისის საქალაქო სასამართლომ საბოტაჟსა და უცხო ქვეყნისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებაში ბრალდებული 8 პოლიტიკოსის საქმე განიხილა.
ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახით 30 000 ლარიანი გირაო შეეფარდა, ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ინფორმირების გარეშე საზღვრის კვეთა.
დღეს მიხეილ სააკაშვილის, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის, გიორგი ვაშაძის, ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ელენე ხოშტარიას საქმეზე პირველი არსებითი სხდომა გაიმართა. პროცესზე მხარეებმა შესავალი სიტყვები წარმოთქვეს.
„კოალიცია ცვლილებისთვის“ თანათავმჯდომარის, ნიკა გვარამიას განცხადებით, მოულოდნელი არაფერი არ მოხმდარა.
„არაფერი ისეთ არ მომხდარა, რაც მოულოდნელი იყო. არ ვიცით რაში გვედება ბრალი. მარტო მუხლი ვიცით და რა ქმედებებში გამოიხატებოდა არ ვიცით. ეს საზოგადოებამ უნდა გაიგოს, კიდევ დავაყენებთ შუამდგომლობას სხდომის გახსნასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ნიკა გვარამიამ.