ტრამპის განცხადებით, ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება, ისარგებლოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაცილებით მაღალი ტარიფები დაეკისრება

დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც შეეცდება, ისარგებლოს აშშ-ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, გაცილებით მაღალი სავაჭრო ტარიფები დაეკისრება.

„ნებისმიერ ქვეყანას, რომელიც მოისურვებს „თამაშს“ სასამართლოს სასაცილო გადაწყვეტილების გამო, განსაკუთრებით მათ, ვინც წლების და თუნდაც ათწლეულების განმავლობაში აშშ-ს „ძარცვავდა“, გაცილებით უფრო მაღალი ტარიფი დაეკისრება, ვიდრე ის, რაზეც ახლახან შეთანხმდნენ“, – წერს დონალდ ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ ქვეყნის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ 2025 წლის 3 აპრილს დაწესებული საგანგებო ტარიფები უკანონოდ ცნო. სასამართლომ დაადგინა, რომ დონალდ ტრამპმა დაარღვია ფედერალური კანონი, როდესაც ცალმხრივად დააწესა ფართომასშტაბიანი ტარიფები მთელ მსოფლიოში.