13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
უკრაინული მედიის ცნობით, ინდონეზიის კუნძულ ბალიზე უცნობმა პირებმა უკრაინელი კრიმინალური ავტორიტეტების შვილები გაიტაცეს. გავრცელებული ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანის გათავისუფლების სანაცვლოდ 10 მილიონ დოლარს ითხოვენ.
მედიაში სახელდებიან ერმაკ პეტროვსკი და იგორ კომაროვსკი, დნეპროპეტროვსკში მოქმედი „კანონიერი ქურდების“ შვილები. წინასწარი ინფორმაციით, პეტროვსკიმ გაქცევა მოახერხა, ხოლო კომაროვსკი სავარაუდოდ კვლავ მძევლად რჩება.
გავრცელებული ცნობებით, გატაცებაში შესაძლოა კავკასიური წარმოშობის პირები იყვნენ ჩართული, თუმცა ოფიციალური დადასტურება ამ ეტაპზე არ არსებობს.
მედიის ინფორმაციითვე, ახალგაზრდები შესაძლოა დაკავშირებული იყვნენ თაღლითურ ქოლ-ცენტრებთან.