ელექტრო სკუტერით ავარიაში მოყოლილი 12 წლის ბიჭი, საავადმყოფოში გარდაიცვალა
1783243318
სამართალდამცველებმა თურქეთის მასშტაბით ჩატარებული რეიდების დროს ათობით ადამიანი დააკავეს. ამის შესახებ გერმანული სააგენტო DPA წერს. დაკავებულთა შორის არიან ჟურნალისტები, მეცნიერები და მემარცხენე პოლიტიკური ჯგუფების წევრები.
რეიდები ჩატარდა ანკარაში, სტამბოლსა და სხვა ქალაქებში. მათი სამიზნე მემარცხენე და სოციალისტური პარტიები, პროფკავშირები და საზოგადოებრივი ორგანიზაციები იყვნენ. დაკავებულებს შორის არიან ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი საინფორმაციო გამოცემების T24-ისა და Oda TV-ის ორი რედაქტორი.
თურქეთის ჟურნალისტთა ასოციაციამ და პროგრესულ იურისტთა ასოციაციამ დაკავებულების დაუყოვნებლივ გათავისუფლება მოითხოვეს. მათი განცხადებით, ეს ქმედებები მედიის თავისუფლებას არღვევს და ნატო-ს სამიტის წინ ოპოზიციურად განწყობილი პირების დაშინებას ემსახურება.
აღნიშნული რეიდები გასულ კვირას დაწყებული დაკავებების სერიის გაგრძელებაა. ხელისუფლების კრიტიკოსები მიიჩნევენ, რომ აღნიშნული ოპერაციები ნატო-ს სამიტის წინ საპროტესტო აქციების აღკვეთასა და განსხვავებული აზრის ჩახშობას ისახავს მიზნად, მაშინ როდესაც თურქეთის ხელისუფლება აცხადებს, რომ ეს ანტიტერორისტული გამოძიებების ნაწილია.