იშვიათი და დაუჯერებელი სამედიცინო შემთხვევა - რას წერს უცხოური მედია
1783027803
ონიანი-ჯანგველაძის კლანის მორიგი მცდელობა, ოპონენტები მოლაპარაკებების მაგიდასთან დაესვა, წარუმატებლად დასრულდა. ამ დიდი მიზნისთვის, ზაფხულის მზებუდობის წინა დღეებში, კლანის ლიდერები — ტარო და მერაბი პირადად ჩავიდნენ საბერძნეთში, მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე, და ლაშა შუშანაშვილი ოფიციალურად დაიბარეს შეხვედრაზე.
მერაბის გარდა, ტარიელის გარემოცვაში შედიოდნენ მასთან განუყრელი ლევან აბულაძე და ჟორა ნავერიანი, ასევე ახლახან ვენაში დამკვიდრებული ახმედ სუტული, მამუკა ონიანი (რომელიც ტაროს ძმისშვილია), იკა დანელია, ბაჩუკა ფაჩულია და ვატია.
ჩასვლისთანავე ტარიელმა ლაშას მეთაურობით მყოფ ბერძნებს შეუთვალა: „დაპირისპირება გინდათ თუ შერიგება, მე აქ ვარ!“ შეხვედრა სალონიკში უნდა შემდგარიყო, თუმცა ლაშა შუშანაშვილი შეხვედრაზე არ გამოცხადდა. მედია წერს, რომ ტარომ შეხვედრა მხოლოდ „თავასთან“ და ზაზა ამბროლაძესთან მოახერხა.
იმ შემთხვევისთვის, თუ შეხვედრა შედგებოდა, მეზობელ ბულგარეთში მობილიზებულნი იყვნენ ტარიელის მხარდამჭერი „ქურდები“: ციკო, ჟორჟიკიჩი, ჩინკა, ენცო, ბესო, ჩუტო და სხვები.
ივნისის ბოლო დღეებში 12 მათგანი სამართალდამცველებმა დააკავეს.
ამასთანავე, შეხვედრაზე იგეგმებოდა 69 წლის სოხუმელი ყოფილი „ქურდის“, ბუთხუზ კოხრეიძისთვის სტატუსის აღდგენა, რომელიც მან 30 წლის წინ დაკარგა.
თუმცა, მისიის სრული კრახის გამო, ეს საკითხიც და კლანებს შორის მშვიდობის დამყარებაც განუსაზღვრელი ვადით გადაიდო.