რეგიონებისთვის 250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ - პრემიერი

irakli garibashvili

250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ რეგიონებისთვის და მათ გადაეცემათ ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, რეგიონებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები ხორციელდება.

„ჩვენ რეგიონებში სერიოზულ ინვესტიციებს ვახორციელებთ. მიმდინარეობს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და განვითარება, გზების დაგება, წყლის პროექტების განვითარება, ურბანული განახლების პროგრამები, ახლა გვინდა დავიწყოთ გამწვანების პროგრამა მთელი ქვეყნის მასშტაბით მუნიციპალიტეტებში და აუცილებელია ტრანსპორტის მოგვარება. ამის თაობაზე ბატონ ლერი ბარნაბიშვილს დავავალე და დაამუშავა ეს საკითხი რეგიონების კურატორმა და 250 ერთეულ ავტობუსებს და ნაგავმზიდებს შევიძენთ რეგიონებისთვის და მათ გადაეცემათ ახალი ავტობუსები და ნაგავმზიდები, რომლებიც მოძველებული იყო ბოლო წლების განმავლობაში. რეგიონებში უნდა გაგრძელდეს ამ სიკეთეების და პროგრესის შეტანა“, - განაცხადა პრემიერმა.