ჯარიმა 5 000 ლარი იქნება... - საყურადღებო ინფორმაცია, რომელიც უნდა იცოდეთ
1733773711
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ოთარ შამუგიასთან ერთად, ბოლნისში, იოსებ ქობულაძის ღვინის მარანში იმყოფებოდა, რომელიც 2021 წელს, სახელმწიფო პროგრამა - „აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში 30 000 ლარით დაფინანსდა.
„ქობულაძის მარანს” არაერთი ჯილდო აქვს მიღებული, 2017 წლიდან ფუნქციონირებს და საფერავის, რქაწითელისა და ევროპული სახეობის ღვინოებს აწარმოებს. როგორც მეღვინემ აღნიშნა, სახელმწიფო პროგრამით დაფინანსების შედეგად მან 10 ტონის მოცულობის 7 ქვევრი, ასევე უჟანგავი ფოლადის ავზები და ღვინის საფილტრი შეიძინა. მისივე განცხადებით, რომ არა ხელშემწყობი პროგრამები, პროექტი ვერ განხორციელდებოდა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, სახელმწიფო სხვადასხვა პროგრამის მეშვეობით მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქართველი მეწარმეების დაფინანსებას.
2018 წელს ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ქობულაძის მიერ წარმოებული რქაწითელი ოქროს მედლით დააჯილდოვა. საერთაშორისო გამოფენა-კონკურსზე, რქაწითლის ღვინო ოქროს მედლით 2019 წელსაც დაჯილდოვდა.
პრემიერ-მინისტრთან ერთად ადგილზე მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და ქვემო ქართლის გუბერნატორი გიორგი დოხტურიშვილი იმყოფებოდნენ.
მსახიობი იოსებ გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა
1733776207