15 წლის მოზარდი, რომელსაც ეძებდნენ, გარდაცვლილი იპოვეს
1779871266
პარლამენტმა „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი პირველი მოსმენით მიიღო.
საკითხი პლენარულ სხდომაზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ მზია გიორგობიანმა წარადგინა.
კანონპროექტით სკოლებისა და ბაღების მშენებლობისთვის ხელშემწყობი დროებითი ღონისძიებები შემოდის, რაც საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების და ბაღების მშენებლობა/რეაბილიტაციის პროცესს შეუწყობს ხელს.
მომხსენებლის ინფორმაციით, კოდექსს 14111 მუხლი დაემატება, რომელიც საჯარო დაწესებულებების მიერ ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების - სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობ დროებით ღონისძიებებს ითვალისწინებს. კერძოდ, შესაბამისი მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით, საჯარო დაწესებულებების მიერ სკოლების მშენებლობის/რეკონსტრუქციის ხელშემწყობი ღონისძიებები შესაძლებელია განხორციელდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტის ან/და განაშენიანების ინტენსივობის მაქსიმალური კოეფიციენტის ზღვრული მაჩვენებლების გადამეტებით. საჯარო დაწესებულებებს ხელშემწყობი ღონისძიებების გამოყენებაზე მოთხოვნის დაყენება 2035 წლის 31 დეკემბრამდე შეუძლიათ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს მუნიციპალიტეტების ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სამშენებლო ნებართვებისათვის გადახდილი მოსაკრებელი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შედის.
კანონპროექტი პარლამენტმა 81 ხმით მიიღო.