ორი ადამიანი, რომელსაც ბავშვის მონათვლა არ შეუძლია - მოძღვრის მოსაზრება
1779824841
დიპლომატიური აკადემიის შექმნას ითვალისწინებს „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით განიხილა და 79 ხმით მიიღო.
საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის წევრებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ხათუნა თოთლაძემ გააცნო.
პროექტის თანახმად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირი - დიპლომატიის აკადემია“ შეიქმნება, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს მიიღებს და როგორც საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს, აგრეთვე კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიან კურსს განახორციელებს.
კანონპროექტით ასევე შემოდის დიპლომატიური კადრების მომზადების ახალი სისტემა, რომლის თანახმადაც, პირები, რომლებიც აკადემიაში კვალიფიკაციის ამაღლების ერთწლიანი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელ სერტიფიკატს ფლობენ, დიპლომატიურ თანამდებობაზე „დიპლომატიური სამსახურის გავლის წესის“ შესაბამისად დაინიშნებიან.
კანონპროექტით აგრეთვე იცვლება დიპლომატიური რანგების მინიჭების წესი და ფართოვდება უმაღლესი დიპლომატიური თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებსაც შეიძლება საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი მიენიჭოთ.