მაკა ბოჭორიშვილი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა

შეხვედრა

საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, ჩარლზ იოქის და პიტერ ანდრეოლის შეხვდა.

საქართველოს საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობები და თანამშრომლობის პერსპექტივები. ყურადღება გამახვილდა „შუა დერეფანზე“ და საქართველოს, როგორც რეგიონული დამაკავშირებლისა და სატრანსპორტო ჰაბის როლზე.

„ხაზი გაესვა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ შეერთებული შტატების მტკიცე მხარდაჭერას.

ორივე მხრიდან დაფიქსირდა მტკიცე მზაობა, გაგრძელდეს მუშაობა ორმხრივი თანამშრომლობის გაძლიერების მიზნით“, – ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.