საქართველოში დენგეს ერთი შემთხვევა დაფიქსირდა
1779875490
ბოდბის მონასტერში ექსკურსიის დროს 12 წლის გოგონა დაშავდა. გოგონა ბოლნისის მუნიციპალიტეტის ერთ- ერთი საჯარო სკოლის მეექვსე კლასელია.
ის შემთხვევის დროს პედაგოგებსა და მშობლებთან ერთად, მონასტრის დასათვალიერებლად იმყოფებოდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა, შემოღობილ ადგილზე რამდენიმე მეტრის სიმაღლიდან გადავარდა და თავი სავარაუდოდ, ქვას დაარტყა.
მიღებული ტრამვით, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მოზარდი წნორში, არქიმედეს კლინიკაში გადაიყვანა.
კლინიკის მენეჯერის, ოთარ რუაძის განმარტებით, მოზარდს აქვს მსუბუქი დაზიანება, აღენიშნება თავის ტვინის შერყევა და შესაბამისი მკურნალობა უტარდება.